|
2021-04-13 12:41:52, 455 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ სტიპედიანტების პროგრამა, რომელიც მესამე წელია გრძელდება, ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს
„თიბისის“ კორპორაციული სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. „თიბისის“ სტიპენდიატების პროგრამას, რომელშიც ყოვეწლიურად 200 მოზარდია ჩართული, წელს 45 ახალი მონაწილე შეუერთდა,- ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით ჯამში, სამი წლის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილოება მიიღო 318 - მა მოზარდმა. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 2 წლის განმავლობაში და მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. „თიბისის“ სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, „თიბისიმ“ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში „თიბისიმ“ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა. „ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში „თიბისის“ ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის#41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვა. მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, „თიბისის“ ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან. „თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)