|
2021-04-12 14:31:05, 698 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში 17-მდე კლასტერია და ყველა წვეულებასა და სუფრას უკავშირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რადიკალური ზომების მიღებისა და რეკომენდაციების შესრულების გარეშე, შესაძლოა დაიწყოს საყოველთაო გავრცელება. მანვე დასძინა, რომ 17-ვე კლასერი წვეულებებსა და სუფრებს უკავშირდება და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავოს წვეულებებისგან. „17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები და არ მივყევით რკეომენდაციებს, შეიძლება, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება. 17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია დაიწყო წვეულებებიდან და სუფრებიდან, აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, მოვითინოთ და თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს, რომ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას და მაშინ, ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია. თუ აპრილსა და მაისს, დაახლოებით ამ მასშტაბით ეპიდსიტუაციით გავივლით, ივნისში შევალთ უფრო დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)