|
2021-04-12 14:06:53, 875 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია რთულდება - შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო მესამე ტალღა
ეპიდსიტუაცია რთულდება - შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწო მესამე ტალღა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგე განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას საზღვრავს, გაუარესებულია. „ეპიდსიტუაცია, როგორც მსოფლიოში, ევროპაში, ისე ჩვენთან თანდათან მეტად რთულდება, ანუ მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და რეალურად ჩვეთანაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი, ინციდენტობა გაზრდილია, 16-17-ის ფარგლებში არის ბოლო 7 დღის, ასევე ბოლო 14 დღის საშუალო მაჩვენებელი, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი, გუშინ ჩატარდა 14 000-მდე ტესტი და გვაქვს ახალი 359 შემთხვევა, აქტიური შემთხვევა არის 7 017. ყველა ეს ინდიკატორი, რაც ახასიათებს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ გაუარესებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)