2021-04-12 12:35:01, 929 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ვინც პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს და ფეხს არ უცვლის პოზიციას, ქვეყნის მტერია
„ასეთ გასაცოდავებულ ქვეყანაში, ვინც პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს და ფეხს არ უცვლის თავის პოზიციას, ის ამ ქვეყნის მტერია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილი ორივე პოლიტიკურ მხარეს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
„ასეთ გასაცოდავებულ ქვეყანაში, ვინც პოლიტიკურ კრიზისს აღვივებს და ფეხს არ უცვლის თავის პოზიციას, ის ამ ქვეყნის მტერია. კარგად გამოფხიზლდნენ ერთი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. როდესაც ფეხებს აბაკუნებენ და ამბობენ, რომ არა, გინდა თუ არა, ის უნდა მოხდეს, რაც მე მინდა, თუ არადა, შეთანხმებას ჩავშლიო, ეს არის ქვეყნის მტრობა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,