14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 11:44:19, 496 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ, ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს.

„თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა. ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას“, - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics