14:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 10:27:37, 566 ნახვა

საზოგადოება
შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია - გუმათში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია", - ამ სლოგანით დღეს სოფელ გუმათში საპროტესტო აქცია გაიმართება.

საპროტესტო აქცია თავდაპირველად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიგეგმა, თუმცა გუშინ, 11 აპრილს განვითარებული ოვლენები გამო, გუმათში გადაინაცვლა.

„მივმართავთ ყველას, ვინც ადევნებს თვალს იმ მძიმე და უსამართლო სურათს, რაც ახლა რიონის ხეობაში ხდება!!!

მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას!!!

შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა.

მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ჩავიდეთ სოფელ გუმათში რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და რიონის მცველებთან ერთად მოვითხოვოთ:

შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!!

ბრძოლას ვერ შეაჩერებთ!!!“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 აპრილს სამართალდამცველებმა  სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს, რის შემდეგაც აქტივისტებმა კარვები სოფელ გუმათში გადაიტანეს და გზა გადაკეტეს. გზა ამ დრომდე გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics