12:46 - 26 Jul, 2026
|
2021-04-11 13:37:32, 912 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო
„ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა კლასტერი უკვაშირდება ქორწილებს, ქელეხებს და სხვა თავშეყრებს. „მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, იქნება ეს ქელეხი თუ დაბადების დღეები და ა.შ. მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება, რომ თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)