15:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 16:53:04, 668 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი  ბესარიონ სიმონიშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდნენ.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილების მთავარ მოთხოვნას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„აღნიშნული ოჯახები მართლაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამიტომ მათი მოთხოვნა ჩვენთვის სავსებით გასაგებია.  წლების განმავლობაში თბილისში დევნილებისთვის ბინის გადაცემა მთავრობის განკარგულებით იყო აკრძალული, რამაც პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. 2013 წლიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში, ათასობით ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და ეს პროცესი გრძელდება. დღეს, ადგილზე ვიმყოფებოდით და დევნილებს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ მათი და მსგავს პირობებში მცხოვრები ოჯახების, უახლოეს პერიოდში განსახლების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა, მომდევნო 4 წელიწადში კი, დამატებით 13 000 ოჯახი განსახლდება.

შეხვედრები თბილისში, ყოფილი სასტუმროების „ოქროს საწმისისა“ და „უშბას“ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთანაც გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics