|
2021-04-07 12:03:54, 521 ნახვა
საზოგადოება
1-ელი მაისიდან ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
პირველი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი თვის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე დაგეგმილი ზონალურ-საათობრივიპარკირების შესახებ, ასევე, მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. „პირველი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე. პირველ მაისამდე მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში, ასევე, იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ინერგება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება უფასოა. ასევე, უფასოა ელექტრომობილებისთვის.მათ ქალაქის სხვადასხვა წერტილში შეუძლიათ გამოიყენონ ეს კონკრეტული საპარკინგე სივრცეები. გარდა ამისა, უფასოა A კარეგორიის ტაქსის მძღოლებისა და შშმ პირებისთვის, რომელთათვისაც სპეციალური ადგილები იქნება გამოყოფილი. პირველი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირება და საფასური იქნება საათი - ერთი ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება. „ზოგადად, ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებზე და ეს მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ეს მოხდება ეტაპობრივად, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და მეტი ხელმისაწვდომობა იყოს ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ტარიფებიც რაიონების და ქუჩების მიხედვით განხვავებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. თბილისში დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, აღნიშნული ცვლილებით კი, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)