2021-04-05 19:18:59, 625 ნახვა
საზოგადოება
IRI - გამოკითხულთა 67% საქართველოს ევროკავშირში, ხოლო 59% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 67% საქართველოს ევროკავშირში, ხოლო 59% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.
გამოკითხულთა 67%-დან 23% „ნატო“ გაწევრიანების მიზეზად უსაფრთხოებას, 20% თავდაცვას, 13% ეკონომიკის გაძლიერებას, 11% დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8% სტაბილურობას, ხოლო 4% სამხედრო მხარდაჭერას ასახელებს. ასევე გამოკითხულთა 8% სრულად ეწინააღმდეგება „ნატოში“ გაწევრიანებას.
რაც შეეხება გამოკითხულთა 59%-დან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, 43% მიზეზად ეკონომიკის გაძლიერებას, 8% სამუშაო ადგილების შექმნას, 7% უვიზო მიმოსვლას, 5% თავდაცვას, 4% განათლებას, ხოლო 2% სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და სხვა მიზეზებს ასახელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,