2021-04-05 10:29:09, 655 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი - ნატო-ს სჭირდება საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტული პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო
ნატო-ს სჭირდება საქართველო, რომელსაც აქვს პლუარლისტული პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც იან კელი აღნიშნავს, საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარმა უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ნატოს სჭირდება საქართველო - საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტული პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ჰყავს მტავრობა რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს“, - წერს იან კელი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან