2021-04-04 10:03:43, 1023 ნახვა
საზოგადოება
ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს და გაავრცელეს
ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს და გაავრცელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Therecord ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 106 ქვეყნის მოქალაქეების პირადი მონაცემები და ინფორმაცია არის გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში 32 მილიონ მოქალაქეს, დიდ ბრიტანეთში 11 მილიონს, ხოლო ინდოეთში 6 მილიონს.
ასევე მედია იუწყება, რომ 106 ქვეყანაში საქართველოც მოხვდა - 95 193-ზე მეტ მომხმარებელს პირადი ინფორმაცია გაუვრცელეს.
როგორც ცნობილია Facebook-ის მომხმარებლებზე შესაძლებელია ბიოგრაფიის, დაბადების თარიღის, მობილურის ნომრებისა და ა.შ
კომპანიაში ამბობენ, რომ ჰაკერებმა ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ორი წლის წინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,