2021-04-03 17:23:17, 812 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია „15 მაისის შტაბს“ ქმნის
ოპოზიცია „15 მაისის შტაბს“ ქმნის.
აღნიშნულის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერები რეგიონებს გადაინაწილებენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ.
„ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ყველა ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად, ვიაროთ რეგიონებში და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,