2021-04-03 16:59:28, 658 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს
ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა.
„ამაზე იყო მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხი. ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან