2021-04-03 14:28:38, 583 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასა და ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
„ძირითადად იქნება სამოქმედი გეგმებზე საუბარი, ვინ რა დოზით, რანაირად მონაწილეობს 15 მაისის აქციის დაგეგმვაში და ასევე, ჩაშლილი მოლაპარაკებები, ინფორმაციის განახლება და შესაბამისად, რას ვგეგმავთ ამ მიმართულებითაც, როგორც საერთაშორისო მიმართულებაზე, ასევე აქციებზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან