2021-04-03 11:33:23, 644 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას გამართავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს შეხვედრას გამართავენ.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხება 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
„ძირითადად იქნება სამოქმედი გეგმებზე საუბარი, ვინ რა დოზით, რანაირად მონაწილეობს 15 მაისის აქციის დაგეგმვაში და ასევე, ჩაშლილი მოლაპარაკებები, ინფორმაციის განახლება და შესაბამისად, რას ვგეგმავთ ამ მიმართულებითაც, როგორც საერთაშორისო მიმართულებაზე, ასევე აქციებზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან