16:02 - 26 Jul, 2026
|
2021-04-02 20:09:30, 890 ნახვა
კომენტარი
ვიოლა ფონ კრამონი პოზნერის ვიზიტზე - პრივილეგირებული რუსული დელეგაციის ხილვა სრულიად მიუღებელი იყო
„პრივილეგირებული რუსული დელეგაციის ხილვა სრულიად მიუღებელი იყო“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანაია „ფორმულა“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ეს იყო სრულიად მიუღებელი. „მე ძალიან დაბნეული ვიყავი, დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)