2021-04-02 18:37:44, 642 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
ამასთან, სხდომების პარალელურად, პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და ადგილზე მავთულხლართები აქვთ მიტანილი.
მმართველი გუნდის ოფისთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული მუხლით 13 პირი დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,