22:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 12:16:11, 514 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დანაშაულის შესახებ შეტყობინებათა 34% დაუყოვნებლივ არ მიეწოდა

სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც უწყების მიერ წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დანაშაულის შესახებ შეტყობინებათა 34% დაუყოვნებლივ არ მიეწოდა.

„ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად - გამოძიების დროულად დაწყების, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად -  უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ მოეწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ.

2020 წელს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ პოტენციური დაზარალებულებისა და რიგ შემთხვევებში სახელმწიფო უწყებების მიერ, შესაძლო დანაშაულების შესახებ შეტყობინებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ არ მოეწოდება. ეს აფერხებს გამოძიების დროულად დაწყებას, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას და ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას.

დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 66% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან  სამი დღის ვადაში, 33% - ერთ კვირის ვადაში ან უფრო გვიან, ხოლო 1%-ის შემთხვევაში უცნობია ქმედების ჩადენის ზუსტი თარიღი.

შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია ყველა უწყებას უნდა ავალდებულებდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამსახურს, ასევე, აცნობონ მის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიების დაწყების ან/და მიმდინარეობის შესახებ.

საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის სამსახურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოიხსნას კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილ კორესპონდენციასა და სატელეფონო ზარებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics