|
2021-04-01 12:01:03, 534 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, პოზნერსა და მის სტუმრებს შსს-ს მიერ მინიჭებული საშვები ჰქონდათ
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, პოზნერსა და მის სტუმრებს შსს-ს მიერ მინიჭებული საშვები ჰქონდათ,- ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული. „მსურს გამოვეხმაურო საქართველოს ტერიტორიაზე რუსი პგოპაგანდისტის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მათი ქვეყანაში შემოშვების გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმაღლეს დონეზე და ინფორმირებული იყო შს მინისტრიც ამ საკითხზე. მათ ჰქონდათ საშვები, რამაც გამოიწვია სამართლიანი აღშფოთება საზოგადოების. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ის ხალხი პოლიციის ესკორტმა მიაცილა რესტორანში საქეიფოდ, რაც საშვების წინასწარ გაცემისა და შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მაღალ დონეზე. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ორ პიროვნებაზე, ვინც იყო ამ დელეგაციაში და ესწრებოდა გუშინდელ ქეიფს. ეს არის მიხეილ კუსნეროვიჩი, რომელიც არის ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მედვედევის უახლოესი მეგობარი, მასთან უშუალოდ დაკავშირებული, რომელიც აქტიურობდა მედვედევთან რუსეთ-სქართველოს ომის დროს. დელეგაციაში ასევე იყო დავიდ დავიდოვიჩი, რომელიც არის რომან აბრანოვიჩის მარჯვენა ხელი და მასთან ძალიან ახლოს აფილირებული პიროვნება“, - განაცხადა მან. კანდელაკმა თავად პოზნერის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რუსულ პროპაგანდისტულ მანქანაში, რომლის სამიზნე აუდიტორია დასავლური საზოგადოებრივი აზრის შესუსტება იყო. „მინდა ორი სიტყვით ვთქვა თავად ბატონი პოზნერის შესახებ, თუ ვინ არის იგი. ის არის ვეტერან-ვარსკვლავი ჯერ კიდევ საბჭოთა და შემდეგ სახელმწიფო პროგრამის მანქანის. ბატონი პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან და იგი სხვადასხვა მომენტებში იცავდა საბჭოთა კავშირის და შემდეგ უკვე რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. იქნებოდა ეს ჩეხოსლოვაკია, ავღანეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და რა თქმა უნდა, საქართველო. მართალია მისი მესიჯი და რიტორიკა იყო უფრო რაფინირებული და რბილი, მაგრამ მისი ამოცანა იყო დასავლურ პუბლიკაზე მუშაობა. გასაგებია, რომ ის შეიძლება აგრესიული პროპაგანდისტი არ არის, მაგრამ მაინც პროპაგანდისტია, რადგან იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანაში. მისი სამიზნე აუდიტორია იყო დასავლური საზოგადოებრივი აზრის ეროზია და შესუსტება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)