21:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 11:22:11, 489 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პოზნერის ვიზიტზე - პროტესტით, რომლის ფორმაც დაუშვებელი იყო, „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა

პროტესტით, რომლის ფორმაც ყოვლად დაუშვებელი იყო, „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების მიერ საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნას, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად ჩამოყალიბდა.

„ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქიულმა ძალამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც მათი და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა, ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისტვის და მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას.

ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაცმოძრაობა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია. სახელმწიფო უწყებებ მოქმედებდნენ, კანონის სრული დაცვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics