|
2021-04-01 10:39:09, 1589 ნახვა
კომენტარი
პავილიონისი პოზნერის ვიზიტზე - ევროკავშირის მოლაპარაკებები წავიდა, პუტინის პროპაგანდისტი მოვიდა
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის და მისი სტუმრების ჩამოსვლის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება. „რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ანარეკლი თბილისში. ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა და პუტინის პროპაგანდისტი მოვიდა“, - წერს პავილიონისი. პოზნერის ვიზიტს აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შემაშფოთებელია. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)