2021-04-01 10:33:42, 619 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის მასალა გერმანელების შესახებ ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებში საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ დაცული XIX-XX საუკუნეების დოკუმენტები ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი: https://archival-services.gov.ge/germanelebi/
საქართველოში გერმანელები 1817 წლიდან დასახლდნენ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.
ელექტრონულ კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, რომელიც ეხება: გერმანული კოლონიების დაარსებას; კოლონიების მმართველობის სტრუქტურას; მიწათმფლობელობის საკითხებს; საკომლო აღწერას;
სკოლებისა და სასწავლებლების მშენებლობას; ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის საქმიანობას; მისიონერთა მოღვაწეობას; ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების მშენებლობას და სხვ.
ონლაინკატალოგი მოიცავს 10-ზე მეტი საარქივო ფონდის 400-მდე საქმეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),