|
2021-03-31 17:29:00, 620 ნახვა
საზოგადოება
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დღეიდან ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველებს რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. სწავლა აპრილის თვეში დაიწყება. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსები არანაკლებ ერთთვიანია. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა. პროგრამაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სულ 5 სასწავლებელი, ორ ტერიტორიულ ერთეულზე - თბილისსა და იმერეთის რეგიონში. კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია შეუძლია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე (16 წლიდან) საქართველოს მოქალაქეები (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოში და თანახმა არიან ჩაერთონ კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, მათი მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია დამატებითი ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი). სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს: შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები და სხვა. 2021 წლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და 6 სასწავლო დაწესებულებას შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. მათ შორის, თბილისში 5 სასწავლო დაწესებულებასთან: შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია; შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA; ა(ა)იპ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; ა(ა)იპ კოლეჯი იკაროსი; შპს ევროპის ბიზნეს სკოლა და კონსალტინგი და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“. ასევე, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის იმერეთის ფილიალი. პროგრამაში მოსარგებლედ ჩართვის მიზნით, ქ. თბილისის მასშტაბით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება პროგრამის დაწყების შესახებ. დაინტერესებულმა სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმაა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 ან ესტუმროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს ქ. თბილისში, შემდეგ მისამართებზე:
მოკლევადიანი კურსის გავლა შესაძლებელია პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებში:
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)