|
2021-03-31 14:09:45, 1028 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტის ზრდის საკითხებზე ფორუმი გაიმართა
ქართული ღვინის ამერიკაში ექსპორტის ზრდის ტენდენციები და მომავალი ათწლეულის პერსპექტივები ონლაინ ფორუმზე განიხილეს. ფორუმში, რომელიც ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მიიღო. ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი, ქართული ღვინის რეალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ღვინის კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და დარგის არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ( AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9,4%-ით შემცირდა. ამ პირობებშიც კი, იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება, 2020 წელს, 21,4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე, ბოლო 6 წელი, სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს მიაღწია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა. პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გააგრძელებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ონლაინ გაყიდვების ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ და მედია აქტივობებზე, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მხარდაჭერაზე; ამ კუთხით, უპირატესობა მიენიჭება წითელ ღვინოებს, რადგან ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ბაზრებზე, ექსპორტის დიდი წილი სწორედ წითელ ღვინოებზე მოდის; ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)