07:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 14:07:40, 774 ნახვა

რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა GIZ-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, პროგრამის ხელძღვანელმა აკბარ მოჰაბატიმ და პროგრამის მრჩეველმა არჩილ ჟორჟოლიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ობიექტების გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით, მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტი-ფუნქციურ, კომერციულ ან რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პროგრამას „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ 2020 წლიდან ახორციელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics