17:34 - 26 Jul, 2026
|
2021-03-31 13:16:06, 1545 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღიშნა, რეგულირების სააგენტო ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება და მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა. „რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა „მედკაპიტალის" ექიმი, რომელსაც 2 კვირის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)