|
2021-03-31 11:17:07, 1247 ნახვა
სამხედრო
დეპუტატებმა წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერეს
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებს სტუმრობენ. დეპუტატები ამჯერად წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად, ცენტრში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც იმყოფებოდა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი (ბუბა) ლომუაშვილმა გაუწია. დეპუტატებმა აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათავლიერეს და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია ფსიქოლოგებისა და პირადად სამხედროებისგან მიიღეს. სტუმრებს სპორტული, სავარჯიშო, კალათბურთისა და აკვათერაპიის დარბაზების მონახულების საშუალებაც ჰქონდათ. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ, ასევე, 27 იანვარს დაწესდა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე. ამჟამად წეროვანში რეაბილიტაციის კურსს 14 სამხედრო მოსამსახურე გადის. ცენტრში იმყოფებოდა ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძეც, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ორი წლის შემდეგ ფეხზე გავლა პირველად შეძლო. დეპუტატები დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს გაესაუბრნენ და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC-ში უკვე იმყოფებოდნენ.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)