21:44 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 13:06:53, 490 ნახვა

საზოგადოება
შვეიცარიის მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროგრამა დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პატრიკ ფრანცენს შეხვდა.

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პატრიკ ფრანცენმა შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც შვეიცარიისმთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში დამტკიცდება. პროგრამის განხორციელება  2022-2025 წლებშია დაგეგმილი და მისი წლიური ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ფერმერებისთვის, მეცხოველეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას, ბიოწარმოების განვითარებას გარემოსდაცვითი მიმართულებით, ყურადღება გამახვილდება სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების კუთხით.

შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი დანიელ მეული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თაგაური ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics