17:37 - 26 Jul, 2026
|
2021-03-29 20:32:06, 958 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი : პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება - მზად ვართ შეთანხმებისთვის
„პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება - მზად ვართ ამაზე შეთანხმებისთვის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის რეცეპტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. „ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების შეწყვეტა, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და ეს არის არჩევნების ჩატარება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფლად გამოხატულ ნებას. ეს არის საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის რეცეპტი. როგორ მივალთ ჩვენ აქამდე, ამაზე შეთანხმებისთვის ჩვენ ვართ მზად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)