|
2021-03-29 17:30:44, 714 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოინახულა და ცენტრის გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ცენტრის დირექტორმა ირმა ზურაბაშვილმა დავით შერაზადიშვილსა და ბუბა გობეჯიშვილს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მსმენელებს 16 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მსმენელების მიღება სასწავლო კურსებზე უკვე დაწყებულია. მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელთა მიზანიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარებაა.
„დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოვინახულეთ, რომლის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. მოხარული ვარ, რომ სასწავლო ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად გაიხსნება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ განათლების მიმართულებას და ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმების სფეროს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს წარმატებებს ვუსურვებ. მუნიციპალიტეტი ცენტრს გვერდში ყოველთვის დაუდგება და მის განვითარებას ხელს აქტიურად შეუწყობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)