20:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 13:33:39, 1077 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - ბევრი პოლიტიკური სპეკულაციაა, კარგი იქნება, მოლაპარაკების შესახებ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდეს

კარგი იქნება, რაღაც ეტაპზე, მოლაპარაკების შესახებ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ რომელიმე მხარე არ გადადგამს კომპრომისულ ნაბიჯს, საზოგადოებას ექნება ლეგიტიმური უფლება, იცოდეს, ვინ იყო ეს პარტია.

„ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, პირველ რიგში კი ხელისუფლება, რადგან ამ საკითხების განხორციელება და რეალიზება ხელისუფლების ვალდებულებას ისედაც წარმოადგენს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს, ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი და სწორი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს ვინ არის მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე რეალურად. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ხდება, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები დღეს განახლდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics