20:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 13:26:01, 515 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი კუბილიუსის განცხადებაზე - შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში

შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა და დღეს თუ არა ხვალ, გააგდებენ.

„ეს შეურაცხყმყოფელი განცხადებაა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, პარტიის თავმჯდომარის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს და აღარც აპირებს პოლიტიკაი ჩართვას, ეს მარტივი ჭეშმარტიებაა. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, არ მაინტერესებს მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არა ერთ დანაშაულში მხილებული და ბრალდებულ მისჯილი პიროვნება იქნას ფორმალურად ჩართული, რაიმე ფორმით მოლაპარაკებებში.

მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics