11:12 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 22:59:09, 1232 ნახვა

სამხედრო
დაჭრილი და დაშავებული სამხედროები საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო არენა“ 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

საფეხბურთო თამაშს ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძეც დაესწრო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ორი წლის შემდეგ ფეხზე გავლა პირველად შეძლო. საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მინისტრმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაში 1:2 ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს საბერძნეთის ნაკრებთან სალონიკში, 31 მარტს გამართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics