|
2021-03-28 17:23:36, 546 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველი - მზად ვარ შევხვდე მედიაციის მონაწილე პირებს და ჩავერთო ყველა საჭირო პროცესში
მზად ვარ შევხვდე მედიაციის მონაწილე პირებს და ჩავერთო ყველა საჭირო პროცესში, - ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გადაწყვეტილებას საქართველოში მისი ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე, რომლის წარმატებით დასრულებაც ქვეყანას ზემოაღნიშნულ მიზანთან დაახლოებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები წლებია ამახვილებენ ყურადღებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა - ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს. ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში. ამასთანავე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი. საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)