22:20 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 15:00:57, 520 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - თუ ექიმები გადაწყვეტენ და ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა, მზად ვარ ხალხი გავამხნევო და მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა

თუ ექიმები გადაწყვეტენ და ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა, მზად ვარ ხალხი გავამხნევო და მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე ნიკოლოზი ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი მოვლენები ხდება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ვაქცინა გამოყენებიდან ამოიღონ.

„ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა. მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გადაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics