2021-03-28 14:33:59, 553 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ხვდება.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში დარჩენას სამი დღით აპირებს. ის ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონმა საქართველო რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შედეგ, 19 მარტს დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,