18:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 16:09:25, 575 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია

სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი სასამართლოს მიერ დადასტურებული კრიმინალია, რომელმაც წარმატებას ვერც სტრასბურგში მიაღწია.

„წარმოუდგენელი შედარებაა და ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო მეტი საოცრებაა სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ერთ მხარეს დგას კრიმინალი დადასტურებული სასამართლოს განაჩენით, რომელმაც ვერც სტრასბურგში მიაღწია წარმატებას თავის საკითხებთან დაკავშირებით და ის სასამართლოს მიერ მიჩნეულია დამნაშავედ. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი დღეს არ ტოვებს, რომ არ გამოჩნდეს ტელეეთერში მიუხედავად მისი კრიმინალობისა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის.

ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განცხადება გააკეთა, იმის შემდეგ ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში და პოლიტიკასთან აბსოლუტურად დისტანცირებულია. ამ კუთხითაც კი შედარება არის ცალკე პრობლემა. ამიტომ, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის და ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელიც კი არის. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ კრიმინალები გაპრავდნენ პოლიტიკაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics