2021-03-27 15:10:57, 555 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრინგზე განაცხადა.
„მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და სხვა საკითხებთან ერთად მის ბექგრაუნდში შეგვიძლია დავასახელოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,