05:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 17:46:01, 2165 ნახვა

ომი უკრაინაში
N5 პენიტენციური დაწესებულების ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

N5 პენიტენციური დაწესებულების ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics