|
2021-03-26 17:38:30, 856 ნახვა
ეკონომიკა
„ატელიე პირველი“ „თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა
ბიზნესის მომავალი რომ უახლეს ტექნოლოგიებზე გადის, ამაში „ატელიე პირველის“ დამფუძნებლები პანდემიისგან შექმნილმა გამოწვევებმა კიდევ უფრო დაარწმუნა. გამართულმა, დახვეწილმა ონლაინ მაღაზიამ მანამდე წარმატებული ბრენდის გაყიდვები და მომხმარებელი კიდევ უფრო გაზარდა, „ატელიეს“ მიერ ხარისხიანი, მრავალფეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სხვადასხვა სტილის ქალის სამოსი კი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. „ონლაინ მაღაზია შევქმენით პანდემიის პერიოდში, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, b2c-ის პლატფორმაზე, რომელმაც დაგვიფინანსა ფოტოსესია, გაგვიკეთა cashback-ის აქცია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი პროდუქციის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს ფასის 25%-ს თიბისი უკან უბრუნებდა cashback-ის სახით. ამ აქციით მოვიზიდეთ უამრავიადამიანი. ამის შემდეგ მოიმატა გაყიდვებმაც და მოვახერხეთ პანდემიის გამო შეჩერებული რალიზაციის პროცესის აღდგენაც,“ - ამბობს „ატელიე პირველის“ დირექტორი, ანა შაიშმელაშვილი. 2017 წელს, 5 დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი, რომელმაც მუშაობა 2 საკერავი დანადგარით დაიწყო, დღეს საკუთარ საწარმოში დასაქმებულ 35 ადამიანს და 40 მანქანა-დანადგარს ითვლის. კლასიკური, სპორტული თუ ქეჟუალ სტილის ტანსაცმელი, რომლის დიზაინსაც „ატელიე პირველის“ დამფუძნებლები, მანოლა ჩოფლიანი და ანა შაიშმელაშვილი თავად ქმნიან, ტრენდულობისა და ხარისხის გარდა, მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი, გამართულ ონლაინ ვაჭრობასთან ერთად, ბიზნესის წარმატებას ყოველთვიურად ზრდის. მომავალში „ატელიე პირველი“, კიდევ უფრო გაფართოებას და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად კი, დამფუძნებლები აუცილებლად იზრუნებენ ონლაინ ვაჭრობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე, რადგანაც, მათი აზრით, „ონლაინ ვაჭრობა, სხვა ყველაფერთან ერთად,ავტომატიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რაცპროცესებს საგრძნობლად აჩქარებს. ყველაფრის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად ხდება, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია.“ „თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეთავაზებამოიცავსპლატფორმის შექმნას, რომლისსაშუალებითაცბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიცდაასურათებსვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას,ვებგვერდში ჩააშენონ თიბისისონლაინგადახდისსისტემა, მიიღონგანვადებისდამიტანისსერვისი,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)