|
2021-03-26 01:42:33, 2520 ნახვა
სპორტი
საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები შვედეთის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, პირველივე წუთებშივე „ჯვაროსნები“ კონტრშეტევაზე წავიდნენ, ქვილითაიამ საჯარიმოში შესვლის შემდეგ კარში დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ შვედებმა შეგვიტიეს და ორი მომენტიც შექმნეს, თუმცა ლორიამ ორივეჯერ იხსნა გუნდი გაშვებულ გოლს. მატჩის 35-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარგი პასით საჯარიმოში შვედეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. მატჩის 82 -ე წუთამდე თამაშის ტემპი დავარდა, 82-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეუტია, ჯერ ბერიძის კარგი გარღვევა ფლანგზე, შემდეგ კი შენგელიას დარტყმა, რომელიც მეკარემ მოიგერია. ქართველებს მეტი მომენტი აღარ ჰქონდათ, მატჩის უმეტეს ნაწილში შვედები ფლობდნენ ბურთს და ცდილობდნენ შეტევებს, თუმცა დაცვაში კარგად თამაშობდა საქართველოს ნაკრები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)