|
2021-03-25 20:12:32, 1001 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის, ეს ეტიკეტი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია
„გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პროექტი არ არის, ეს ეტიკეტი ჩვენთვის შეურაცხმყოფელია“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი იყო და მის გარეშეც ასეთი დარჩება. „გიორგი გახარია არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს ეტიკეტი შეურაცხმყოფელია როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის. გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი და ასეთებად დავრჩებით მის გარეშეც. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი პირდაპირ - ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)