|
2021-03-25 16:56:26, 1156 ნახვა
კომენტარი
ანა ფოტიგა - საბანაძის დამსახურებაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და ვიზალიბერალიზაცია
„საბანაძის დამსახურებაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და ვიზალიბერალიზაცია“, - ამის შესახებ ევროკავშირში ქართული მისიის ხელმძღვანელმა ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროა ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომა. „სამწუხაროა, რომ ნატალია საბანაძემ თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ბრიუსელში 8-წლიანი მუშაობის დროს შენ ბევრის გაკეთება მოახერხე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის. შენზე უკეთ სხვამ არავინ იცის, როგორი რთული იყო ამოცანა, მაგრამ შენი ენთუზიაზმითა და საქმის ერთგულებით მოხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და ვიზალიბერალიზაცია“, - წერს ანა ფოტიგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)