18:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 16:44:36, 523 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი: ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს - ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის!

ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ თოჯინების თეატრს ჰგავს -  ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის!, - ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

როგორც კახა ოქრიაშვილმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აღნიშნა, პოლიტიკა არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში, მოსახლეობის მიერ კეთდება.

„პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ. ჩვენი პარლამენტი და „ქართული ოცნება“ ჰგავს თოჯინების თეატრს, ყველას ძაფი აქვს მობმული. ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის!

დღეს პოლიტიკურ სპექტრს დავყოფდი სამ ნაწილად: „ქართული ოცნება“, ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე „პატრიოტთა ალიანსში“ იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და „ევროპელი სოციალისტები“ დაირქვეს, ასევე, „ოცნების“ ნაწილია პარტია „მოქალაქეები“ და ახლა, „გირჩის“ ე.წ. განაყარის ასარჩევია, საით ჩაეწერებიან საბოლოოდ!“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics