|
2021-03-24 23:08:21, 971 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი - პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი
„პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი“, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის გამოვლენა, ეს არის ამომრჩევლის პატივისცემა. „პარლამენტი რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში. მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად, მათ და მათმა მომხრეებმა უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად. ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი“, - განაცხდა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)