|
2021-03-24 21:41:57, 2958 ნახვა
სპორტი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს
5-წლიანი პაუზის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუბრუნდა. შვედი შემტევი პირველ სანაკრებო მატჩს საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარებს, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იბრაჰიმოვიჩი სასტარტო თერთმეტეულში იქნება. „ბერგი აღმოჩნდა შვედეთის ნაკრების სამი მოთამაშიდან ერთ-ერთი, რომელიც ხვალ შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. მრავალი მიზეზი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ხვალ საქართველოს ნაკრებთან შეტევის წყვილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალექსანდრე ისააკი შექმნიან. გუშინ ისინი ერთად ვარჯიშობდნენ მზადების ტაქტიკურ ნაწილის დროს. ესწრებოდა თუ არა დღევანდელ ვარჯიშზე, არ ვიცით, რადგან ვარჯიში პირველი 15 წუთის შემდეგ დახურული იყო“, – წერს Aftonbladet. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი შვედეთსა და საქართველოს შორის, ხვალ, თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)