|
2021-03-24 20:55:30, 1175 ნახვა
კომენტარი
პეტრე ცაავა - მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, მეუფე სტეფანე იქცევა უღმერთოდ
„მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, მეუფე სტეფანე იქცევა უღმერთოდ“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეეტრე ცაავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეუფე სტეფანე ცრუ ბრალდებების გამო უნდა დაისაჯოს. „მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე. მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)