2021-03-24 14:59:22, 594 ნახვა
სამართალი
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი ქალი და სამი მცირეწლოვანია. ისინი კლინიკა „გორმედში“ არიან გადაყვანილი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,