2021-03-24 14:11:45, 670 ნახვა
სამართალი
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ხობის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 399 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლისშესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),